პოლიტიკა
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით" - ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთის,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დათანხმდა. 

"საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ "ქართული ოცნება" იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და, შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


მისივე განცხადებით,  ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არცევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს არის ს მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.  

"ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას."- განაცხადა ივანიშვილმა. 


შეგახსენებთ, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვები იყო: დაუყონებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები; დატოვოს დაკავებული თანამდებობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.

გიორგი გახარიას გადადგომას აქციის მონაწილეები დღეს 14 საათზე ისევ მოითხოვენ. 




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში
დასრულდება.
21:44 / 17.10.2019
ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში დასრულდება.
ქუთაისის საიმიჯო კლიპი ოფიციალურ გვერდზე 10-მა ევროპულმა ქალაქმა
განათავსა.
14:40 / 17.10.2019
ქუთაისის საიმიჯო კლიპი ოფიციალურ გვერდზე 10-მა ევროპულმა ქალაქმა განათავსა.
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების
15:50 / 14.10.2019
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ქუთაისში, პარლამენტის უფუნქციო
შენობის
11:06 / 11.10.2019
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ქუთაისში, პარლამენტის უფუნქციო შენობის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 10 - 23 °C
img
ქუთაისი 13 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019