ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის

პრეზენტაცია 26 ივნისისთვის გადაიდო. ინფორმაციას ინდუსტრიული ჯგუფი “აიგრუპი” ავრცელებს. განცხადებაში ნათქ​ვამია, რომ ღონისძიების გადადების მიზეზი ქუთათელ – გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება გახდა.

“ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს, მრევლსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ვიზიარებთ მათს წუხილს,” – აცხადებს კახა გულედანი, “აიგრუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

პრეზენტაცია დღეს უნდა გამართულიყო.

ინდუსტრიული ჯგუფი “აიგრუპი” ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *