პოლიტიკა
გენდერული საბჭო საკრებულოს წევრებისათვის ეთიკის ნორმების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ მის დებულებაში წევრთათვის ეთიკის ნორმების გაწერაზე იმსჯელა. გარდა ამისა, ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს წევრთა ეთიკის ნორმების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციის წარდგენას მოიცავს.

"ინიციატივა ეხება გენდერული საბჭოს დებულებას და მეორე ინიციატივა შეიძლება შევიდეს საკრებულოს რეგლამენტში ან შეიქმნას ცალკეული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ეთიკის ნორმებს საჯარო პოლიტიკური პირისათვის და დააკისრებს პასუხისმგებლობას. ეს იქნება ერთგვარი ჩარჩო, რომელიც მეტ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს ადგილობრივ დონეზე,"-განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

შენგელია ადასტურებს, რომ საბჭოში ინიციატივის წარდგენა ნანა კოსტავას გარშემო მომხდარი ამბებიდან გამომდინარე მოხდა. 

კითხვაზე, ექნება თუ არა ბერკეტი დებულებას, შენგელია ამბობს, რომ დოკუმენტი უკვე არსებული კანონმდებლობიდან ადგილობრივ დონეზე იქმნება. 

"ჩვენ მთავრობის დადგენილებით და ორგანული კანონიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ ეს დოკუმენტი. შესაბამისად, ჩვენ ვერ შევქმნით ​განსხვავებულ ვერსიას. კანონი რასაც ითვალისწინებს, ის იქნება ადგილობრივ დონეზე,"-განაცხადა შენგელიამ.

ქუთაისის საკრებულოს ამ დრომდე ცალკე ეთიკისა და პოლიტიკოსთა ქცევის წესების შესახებ დოკუმენტი არ აქვს. საკრებულო, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2017 წლის აპრილში მიიღო.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი
დასაქმდება.
16:33 / 17.01.2020
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი დასაქმდება.
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის
შემოყვანა გადაწყვიტა,
15:35 / 17.01.2020
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გადაწყვიტა,
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
14:48 / 17.01.2020
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -3 - 7 °C
img
ქუთაისი -1 - 8 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019