ჭიათურის ახლადარჩეული მერის, გივი მოდებაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში

ეკოლოგიური მდგომარეობის მოგვარება მისთვის პრიორიტეტული იქნება. მისივე განმარტებით, 1-ლ სექტემბრამდე შეზღუდვით, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად აიკრძალება მადნით დატვირთული მანქანების გადაადგილება.

“პრობლემა ,,ჯორჯიან მანგანეზთან”” თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. მადნის გადატანა მოხდება რკინიგზით და სპეციალური საბაგიროებით. ,,ჯორჯიან მანგანეზის”” მიერ შესყიდული ახალი ტექნიკით დასუფთავების ბრიგადების მიერ სისტემატიურად მოხდება ქუჩების გადარეცხვა,”-განაცხადა ჭიათურის მერმა.

შეგახსენებთ, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებისა და მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნა ქალაქში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვა იყო.             

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *