პოლიტიკა
"ნანა წადი"-საკრებულოს დეპუტატს წასვლისაკენ ქუთაისის ქ​უჩებიდან მოუწოდებენ
სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში პლაკატები წარწერით "ნანა წადი" გააკრეს. ისინი საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ნანა კოსტავას დეპუტატის მანდატის დატოვებისაკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ კოსტავამ მის განცხადებებზე პასუხი უნდა აგოს.

"ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. არ დავუშვებთ, სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების შინაარსის სიმწვავეს, მისივე სტატუსიდან გამომდინარე,"-განმარტავენ აქტივისტები.

პლაკატებზე საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ კანონის მე-11 მუხლია დატანილი. 

როგორც აქციების ორგანიზატორები ამბობენ, საპროტესტო გამოსვლები და კოსტავას, როგორც საკრებულოს წევრის მიმართ დისკომფორტის შექმნა მანამდე გაგრძელდება, სანამ საკრებულოს არ დატოვებს.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ "ფეისბუკის" გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019