პოლიტიკა
ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრები ითხოვენ, რომ საკრებულო ალეკო ახალაძემაც დატოვოს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ საკრებულო ნანა კოსტავასთან ერთად ალეკო ახალაძემაც დატოვოს, რომელმაც კოსტავას მხარი დაუჭირა.

"გუშინდელი განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ ნანა კოსტავას მხარს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე უჭერს. ალეკო ახალაძეც უნდა წავიდეს. წინაღმდეგ შემთხვევაში გავმართავთ აქციებს და ვითანამშრომლებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან,"-განაცხადეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ლაშა ბაღიშვილი ამბობს, რომ კულუარული ინფორმაციით, კოსტავას საკრებულოში დარჩენა ქალაქის მერმა ურჩია.

"ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ ის დატოვებდა საკრებულოს, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და თქვა, რომ ამომრჩეველმა ურჩია არ წასულიყო. ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი ინფორმაციით, ნანა კოსტავას დარჩენა პირადად ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ურჩია. გასულ შაბათ-კვირას ის კოსტავასთან სახლში იმყოფებოდა,"-ამბობს ბაღიშვილი.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ "ფეისბუკის" გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია მოეწყობა.
11:32 / 17.06.2019
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია მოეწყობა.
13:33 / 12.06.2019
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი საკრებულოში
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 19 - 31 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისის საკრებულოს წევრს ნანა კოსტავას მედიასაშუალებები აღარ გააშუქებენ

ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

20:09 / 30.05.2019