მიმდინარე წელს სამშენებლო კუთხით დარღვევებზე ჯარიმის სახით

ქუთაისის ბიუჯეტში 44 322 ლარი შევიდა. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ხუციბერიძემ განაცხადა. 

“2019 წლის 1-ლი იანვრიდან 17 მაისის ჩათვლით სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო 33 ობიექტი დაჯარიმდა. აღსრულებიდან ​3 000 ლარიანი ჯარიმა 5-მა ობიექტმა გადაიხადა, 1000 ლარიანი კი 21 -მა. აღსრულებიდან მოღებული თანხების საერთო რაოდენობამ 8 322 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს საჯარიმო სანქციებიდან სამშენებლო კუთხით სულ შემოვიდა 44 322 ლარი,”-განმარტა ხუციბერიძემ.

რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურში ახლადშექმნილ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განყოფილებას, ხუციბერიძის თქმით, სამსახური ჯერ საჯარიმო სანქციებს არ იყენებს, გაცნობითი ხასიათის სამუშაოებს ატარებს და მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლება.

“ჩვენ არა ვართ ორიენტირებული ჯარიმაზე და გაცნობით სამუშაოებს აწარმოებს ეს სამსახური, რადგან ახალია ობიექტებისათვის თამბაქოსა და პოლიეთილენის პარკების რეალიზაციის წესების დარღვევა. ამ განყოფილების მიერ ყველა სავაჭრო ობიექტი ქალაქში ინდივიდუალურად არის გაფრთხილებული,”-ამბობს ხუციბერიძე.

ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განყოფილება საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვაზე, პარკირების წესების დარღვევაზე, ხმაურისა და პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე კონტროლს აწარმოებს. ასევე, განყოფილება ახორციელებს არაბიოდეგრადირებადი და პოლიეთილენის პარკების კონტროლსა და თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევაზე მონიტორინგს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *