ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს,

რომლის მიხედვითაც ნანა კოსტავას ფრაქციის “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს. “ნაციონალური ნოძრაობის” დეპუტატი, გიგა შუშანია ამბობს, რომ ნანა კოსტავას არა მხოლოდ თავმჯდომარის პოსტი, არამედ საკრებულოც უნდა დაეტოვებინა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები “ფეისბუკში” კოსტავას მიერ გაკეთებულ განცადებას გმობენ და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ლატარიას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას სთხოვენ.

“მოვითხოვთ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას, სადაც აღნიშნული პოსტი განიხილება. ნანა კოსტავა ფრაქციის წევრად დარჩა და ის კვლავ გააგრძელევს მისი პოზიციის დაფიქსირებას, რაც დაუშვებელია. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,”-განაცხადა გიგა შუშანიამ. 

“არა სიძულვილის ენას”, “ნანა კოსტავა ქართული ოცნების სახე”,”ნანა კოსტავა ქალაქი სირცხვილი”-ამ მოწოდებებით მოგვიანებით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა. “ერთიანი ნაციონალური მიძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა კოსტავას განცახდებები დაგმეს და მისი საკრებულოდან გაშვება მოითხოვეს.

“სიძულვილის ენით საუბარი ნებისმიერი ადამიანისაგან მიუღებელია, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელისაგან. დარწმუნებული ვარ, საკრებულოში არიან დეპუტატები, რომლებიც ამ სიტუაციას ემიჯნებიან. მოვუწოდებ მათ, დაითხოვონ კოსტავა საკრებულოდან,”-განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრმა ანდრო მაღლაკელიძემ.

“ქართული ოცნებიდან” ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ “ფეისბუკზე” სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”. ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების” დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა: “ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად,”- წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *