“ეს ადგილი არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ ოქროზე

და არ ვიცით როგორ უნდა გამოვიყენოთ,”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტის დროს. ზურაბიშვილი ფორუმს- “რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში დაესწრო და ქვეყნის რეგიონების პოტენციალზე ისაუბრა.

“საქართველოს რეგიონებში დევს ჩვენი მომავალი. რეგიონებშივე დევს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტა. ემიგრაციის პრობლემის გადაჭრაც რეგიონების განვითარებაზეა დამოკიდებული. ბევრად მეტი რესურსია რეგიონებში, ვიდრე დედაქალაქში. მაგალითად, პრომეთეს მღვიმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. მართალია ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ ქვეყანა გაიზარდა. ვგულისხმობ, რომ ბევრად მეტი ტურისტული ადგილი შეიქმნა. თუ ადრე რამდენიმე დღე იყო საკმარისი, ახლა რამდენიმე კვირაა საჭირო ადგილების მოსანახულებლად,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადგილზე გამაჯანსაღებელი ტურიზმი უნდა განვითარდეს, რადგან სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულება მსოფლიოში აღიარებულია. მისივე თქმით, მიზნის განხორციელებისათვის საჭიროა ისეთივე ბრენდინგი, როგორც ქართული ღვინის. 

სალომე ზურაბიშვილის აზრით, აუცილებელია რეგიონებში თვითმმართველობების გაძლიერება, რადგან მუნიციპალიტეტებმა თავიანთი საჭიროებების შესახებ სახელმწიფოს უნდა უთხრან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *