პოლიტიკა
წყალტუბოში დღეს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ელოდებიან
წყალტუბოში დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ელოდებიან. წყალტუბოში ფორუმი - "რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" გაიმართება და მას პრემიერი და პრეზიდენტი გახსნიან.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით სასტუმროში "წყალტუბო სპა რეზორტი" ჩატარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერები, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელები და ბიზნესმენები.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი  და World Vision.
ღონისძიება იმართება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

| Print |