პოლიტიკა
წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში დღის მანძილზე საჩივრები არ შესულა
წყალტუბოში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. წყალტუბოს საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ნიჟარაძის განცხადებით მთალი დღის განმავლობაში საოლქოში საჩივარი არ შესულა. 

"გარდა იმისა, რომ მე-15 უბანზე ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას და შეიცვალა ხმის მიცემის აპარატი, სხვა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქოში არცერთი საჩივარი არ შემოსულა. რაც შეეხება აქტივობას, 2 ათას 154-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საერთო რაოდენობს 52,05%-ია".- განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ. 

წყალტუბოში 4 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლა ელექტრონულ რეჟიმში მიმდინარეობს.
| Print |