პოლიტიკა
17:00 საათის მომაცემებით, ზესტაფონში საარჩევნო უბნებზე 20325 ამომრჩეველი მივიდა
51-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 17:00 საათის მომაცემებით, ზესტაფონში საარჩევნო უბნებზე 20325 ამომრჩეველი მივიდა. აღნიშნული მაჩვენებელი ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 37%-ია.

17:00 საათისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარი დარეგისტრირდა. საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის თქმით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა.

ზესტაფონში სულ 54 943 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოქალაქეებმა არჩევანი 16 მერობის კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.
| Print |