ჭიათურაში ორ უბანზე ამომრჩევლების მობილიზება შეინიშნება. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა

და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, ჭიათურის საარჩევნო ოლქის #19 და #58 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება როგორც “ქართული ოცნების” ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.

“სამართლიანი არჩევნები” ასევე მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, პატივი სცენ საარჩევნო პროცედურებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვას და ამომრჩეველთა ნების თავიუსფლად გამოვლენას.

შეგახსნებთ, რომ ჭიათურაში მერის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *