ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ “თავისუფალი საქართველოს” წევრის

საქმის განხილვა 24 მაისს გადადო. სპარტაკ კაპანაძე პირველი სვირის 26-ე საარჩევნო უბანზე დაახლებით დილის 10 საათზე დააკავეს. კაპანაძე საარჩევნო უბანზე პარტიის ზესტაფონის მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას მხარდამჭერი მაისურით მივიდა.

“მხარდამჭერი მაისურით უბანზე დილის 7 საათზე მივედი, თუმცა შენიშვნა არავის მოუცია. რეალურად, დამაკავეს მას შემდეგ, რაც საარჩევნო სიაში გარდაცვლილი პირები დავაფიქსირე. კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, რომ თურმე ეს პირები გარდაცვლილად მისი ოჯახის წევრებმა უნდა აღიარონ. ერთ-ერთი პირი 2018 წელში იყო გარდაცვლილი და არა ერთი ან ორი კვირის წინ. როგორ შეიძლებოდა მისი სიაში ყოფნა. არ ვიცოდი რომ მხარდამჭერი მაისურით ყოფნა უბანზე დარღვევა იყო. როდესაც კომისიის წევრმა მიმითითა დარღვევაზე, მაშინვე დავტოვე საარჩევნო უბანი,”-განაცხადა სპარტაკ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მომხდარს პრიმიტიული პროვოკაცია უწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *