ზესტაფონის 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით,

საკუთარი არჩევანი 3872-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული რეგისტრირებული ამომრჩევლის 7, 5 %-ია.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის განცხადებით, მონაცემები წინა წლის ამ დროის მაჩვენებელთან შედარებით, მცირედით გაზრდილია.

ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი დაიწერა.

ზესტაფონში 54 943 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *