პოლიტიკა
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე სწავლის მსურველთა მისაღებად მზადაა. ამ პროგრამის გავლის შემდეგ აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა მასწავლებლის სტატუსი მიიღოს, შესაბამისად, იმუშაოს სკოლაში პროფესიით. იმისათვის, რომ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე დაინტერესებული პირები მოხვდნენ, ჯერ საგნის გამოცდა უნდა ჩააბარონ.

"პროგრამაზე მოსახვედრად აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა, რომელზე რეგისტრაციაც უკვე გამოცხადებულია. ვინც გამოცდას ჩააბარებს, ჩვენთან სექტემბერში გაივლიან რეგისტრაციას თუ ჩვენს უნივერსიტეტს აირჩევენ. სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავატარებთ შიდა გამოცდას. აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ სამოტივაციო წერილი და ამის საფუძველზე მოხდება საბოლოოდ ჩარიცხვა. სწავლა კი სავარაუდოდ 10 ოქტომბრიდან დაიწყება".- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ ადეიშვილმა.

დამამთავრებელი კურსის სტუდენტები 2019 წლის ზაფხულში ჩასატარებელ მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებას და გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, შესაბამისად, ისინი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე წელს ვერ მოხვდებიან. განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, განმეორებითი გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე იგეგმება და ამ დროისთვის მათთვის გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე 12 მოდული აქვს. პროგრამის გავლა სამოქალაქო განათლების, ფიზ.აღზრდისა და ისტის გარდა ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.

"პროგრამის გავლა შეუძლია ყველას, ვისაც სურს, რომ სკოლაში ასწავლოს ქართული, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბილოგია, უცხო ენები და ა.შ. გარდა სამოქალაქო განათლების, ფიზ.აღზრდისა და ისტის პედაგოგობის მსურველისა. უცხო ენა და მუსიკა ნებისმიერი კლასისაა, ხოლო დანარჩენი არის საბაზო-საშუალო კლასების. ანუ საგნის გამოცდა უნდა ჩაბარდეს მეშვიდე-მეთორმეტე კლასების."- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ ადეიშვილმა.

გასულ წელს ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 100 მსურველი მიიღეს, წელს კი 120 აპლიკანტის მიღება იგეგმება. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, გასულ წელს პროგრამაზე მოსახვედრად კონკურსი იყო. ვარაუდობენ, რომ წელს მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნება.

"100 ადგილი გვქონდა შარშან და მსურველი იყო 134. კონკურსი იყო. ძირითადად ქართულისა და ინგლისურის მიმართულებით იყო ბევრი მსურველი. მივიღეთ მხოლოდ 100 და ეს იყო ე.წ. უფასო ადგილები. იყო საშუალება, რომ გამოგვეცხადებინა 150 ადგილზე მიღება, მაგრამ სახელმწიფო 100 ადგილს დააფინანსებდა. დანარჩენს მოუწევდა თანხის გადახდა. თუმცა, ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს რაოდენობაზე. მთავარია ხარისხი და აკადემიური პერსონალით უზრუნველყოფა. წელს 120 ადგილზე გვაქვს გაგზავნილი მოთხოვნა."- ამბობს ვლადიმერ ადეიშვილი.

პროგრამა სხვადასხვა დარგის ბაკალავრებს საშუალებას აძლევს სკოლაში მუშაობის უფლება მოიპოვონ. ამის გარდა, იმ პედაგოგებს, რომლებიც უკვე მუშაობენ და 60 კრედიტინი პროგრამის გავლას გადაწყვეტენ, სწავლის დასრულების შემდეგ მინიჭებული კრედიტი მათ ხელფასზე აისახება.

"კანონის მიხედვით, დარგის ბაკალავრს, მაგალითად მათემატიკის ბაკალავრი. მას არ აქვს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის უფლება. ამიტომ აბარებს საგანს, ადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას საგანში. შემდეგ გაივლის ამ ერთწლიან პროგრამას და შედის სკოლაში მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მათემატიკის მასწავლებლად. მასწავლებლები, რომლებიც უკვე მუშაობენ სკოლებში და ამ პროგრამას გაივლიან, როგორც კი დავადასტურებთ, რომ მათ დაასრულეს პროგრამა, მათ ხელფასზე აისახება, რადგან ხდებიან უფროსი მასწავლებლები. ვინც მასწავლებლად არ მუშაობს, პროგრამის დასრულების შემდეგ, დაიწყებს მუშაობას და შემდეგ ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ანუ ამ პროგრამით მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს აპლიკანტი."- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ ადეიშვილმა.

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია. მსურველებს გამოცდებზე დარეგისტრირება 13 მაისიდან 24 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.






FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაქენზი სმიტი აკაკი
წერეთლის
18:20 / 10.12.2019
ქუთაისში ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაქენზი სმიტი აკაკი წერეთლის
ქუთაისის  მერიასა და სამშენებლო კოლეჯ
14:11 / 10.12.2019
ქუთაისის  მერიასა და სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს შორის მემორანდუმი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გაფორმდა.
მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკა
ლატარიამ დატოვა,
13:54 / 10.12.2019
მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკა ლატარიამ დატოვა,
ზესტაფონში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი,
17:12 / 09.12.2019
ზესტაფონში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი,
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია.
საკრებულოს
16:55 / 09.12.2019
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. საკრებულოს
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 7 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019