პოლიტიკა
"მივმართავ სასამართლოს"-შალვა კიკნაველიძე ბრალდებებზე
"ეს არის მისი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების ყურადღების მიქცევის მორიგი მცდელობა,"-ნათვქამია "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, შალვა კიკნაველიძის განცხადებაში. კიკნაველიძემ განმარტა, რომ ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

შალვა კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ მასსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის საუბარი შედგა, თუმცა, მისი განმარტებით, ეს რობაქიძის სურვილით მოხდა.

"რაც შეეხება შეხვედრის თემას, საუბარი იყო არჩევნების წყნარ, მშვიდ ვითარებაში წარმართვაზე და მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზე, რაც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია. გამომდინარე იქედან, რომ ზესტაფონში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ და არ მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდგომ, მე მივმართავ სასამართლოს, რათა მოხდეს რობაქიძის მიერ გაცხადებული ინფორმაციის დადასტურება ან საჯარო უარყოფა,"- ნათქვამია შალვა კიკნაველიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გუშინ განაცხადა, რომ მას კანდიდატურის მოხსნას ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ სთხოვდა. რობაქიძე ამბობდა, რომ ზესტაფონში ამომრჩევლის მოსყიდვა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დაშინება მიმდინარეობს.

ფოტო: შალვა კიკნაველიძის "ფეისბუკ" გვერდი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა მუნიციპალიტეტის
15:06 / 24.05.2019
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა მუნიციპალიტეტის
საქართველოს პრეზიდენტრი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მიმდინარე
23:08 / 23.05.2019
საქართველოს პრეზიდენტრი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მიმდინარე
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისათვის წითელ წიგნში
შეტანილი
15:53 / 22.05.2019
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისათვის წითელ წიგნში შეტანილი
15:21 / 22.05.2019
"ენდიაის" კვლევაზე კომენტარი მამუკა ბახტაძემ წყალტუბოში ვიზიტის დროს გააკეთა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019