ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა.

“ოქროს საწმისის ძიებაში” აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები პარტნიორი ქალაქებიდან შეიკრიბნენ.

საკუთარი ნაწარმი წარმოადგინეს ადგილობრივმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა. მათ შორის რძის ნაწარმი, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ღვინო და სხვადასხვა პროდუქტები. 

ფორუმი, რომლის მიზანიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა, 4 მაისამდე გაგრძელდება.

ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, “აწარმოე საქართველოში”, USAID კარგი მმართველობის ინიციატივა , ევროკავშირის ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, ქართულ-პოლონური სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სამრეწველო და ინდუსტრიული პალატა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *