კაფე “სავანეს” მფლობელები 2 მაისს, გვირილობის დღესასწაულზე მერიის წინ აქციას გამართავენ.

კაფეს მეპარტონეები ამბობენ, რომ ისინი ადგილზე ბამბუკის კონებს მიიტანენ და მერიას მოსთხოვენ, მათში 10 000 დოლარი გადაიხადონ.

“მერიაში ამტკიცებენ, რომ ჩვენ თანხა ბამბუკის კონსტრუქციაში გადავიხადეთ, რომელიც იყო მოძრავი. ეს იყო პავილიონი, რომელიც შეფუთული იყო ბამბუკით. 10 000 დოლარს თუ გადაიხდის მთავრობა, მივცემთ ბამბუკებს. თურმე, საქართველოში ბამბუკი 10 000 დოლარი ღირს,”-აცხადებს კაფეს მფლობელი, გიორგი ტურაბელიძე.

შეგახსენებთ, კაფე “სავანეს” მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საპროტესტო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმა. როგორც ობიექტის მფლობელები ამბობენ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებას ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ პლაკატები მერიის ნებართვის გარეშე იყო გაკრული. კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *