ჭიათურის მერობა 13 კანდიდატს სურს.

ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირდნენ. მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა. “თავისუფალმა საქართველომ” ტატო ურუშაძე დაასახელა. ცესკოში საინიციატივო ჯგუფებიდან ზურაბ კუპატაძე და დავით ჭუმბურიძე დარეგისტრირდნენ.

მერობისთვის იბრძოლებენ შემდეგი კანდიდატებიც: “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” -ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”-თეიმურაზ სამხარაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”-გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან-დემოკრატები”-მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”-ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”-ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”-ირინა ცერცვაძე “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”-ალექსანდრე კეზევაძე; ქრისტიან-კონსერვატორები”-მანანა გოგიჩაძე.

საქართველოს მასშტაბით მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება. ესენია ზუგდიდი, ზესტაფონი, მარნეული, ჭიათურა და ხულო. არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *