ქუთაისში გზების რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების საკითხი მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა ნიკეას, რუსთაველის, ტაბიძის, ბარათაშვილის, ვარლამიშვილის ქუჩების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, გზის საფარის მოწყობას ქუჩებზე წყალმომარაგების კომპანიის მუშაობა აფერხებს. ასევე, ტაბიძის ქუჩაზე იყო ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევებიც. 

“როგორც კი 24-საათიანი წყალმომარაგების მოწყობა დასრულდება, ჩვენს გზებზე პასუხისმგებლობას ავიღებთ. კვირაში სამჯერ ვხვდებით წყალმომარაგების კომპანიას, დავაკისრეთ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჯარიმა. პერიოდულად ვაკონტროლებთ მათ მუშაობას,”-განაცხადა სხდომაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *