გოგი წულაიას ზესტაფონის მერობის კანდიდატად წარადგენენ.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს.

გოგი წულაიას წარდგენა მერობის კანდიდატად ზესტაფონში ორშაბათს, 15 აპრილს, 13 საათისთვის იგეგმება.

ზესტაფონში მერის არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თანამდებობა დატოვა. კახაბერ მახათაძის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა ზესტაფონის მერობის ყოფილი და ახლა უკვე “ქართული ოცნების” ისევ მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე, რომელმაც გასული წლის სექტემბერში თანამოაზრეებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავდა და მერს კორუფციაში ადანაშაულებდა.

ზესტაფონის გარდა ახალ მერს ჭიათურაშიც აირჩევენ. არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *