ქუთაისში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს.

მათ თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციას ორგანიზება “ლეიბორისტილმა პარტიამ” გაუკეთა. 

“თბილისში ტაქსის მძღოლებისათვის ახალი რეგულაციები შემოაქვს “ბანდიტ” კახი კალაძეს. ახალი რეგულაციები 10 000-ობით ადამიანს სამუშაოს გარეშე ტოვებს. ეს ადგილები თავად ამ ადამიანების შექმნილია და არც ერთ ხელისუფალს მისი წართმევის უფლება არ აქვს. თუ ამ ადამიანებს თბილისში მოერივნენ, ეს მოედება მთელ ქვეყანას,”-განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სამსონ გუგავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში ტაქსის მძღოლების მასშტაბური პროტესტი აქციის მონაწილეები აგრარული უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ დაიძრნენ. ტაქსის მძღოლები დედაქალაქის მერიას აფრთხილებენ, რომ თუ კახი კალაძე ტაქსებზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს არ გააუქმებს, მაშინ მძღოლები პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და პროტესტი გადაწყვეტილების შეცვლამდე არ შეწყდებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *