პოლიტიკა
"ხელისუფლება ქართველი ერის გენოციდის ჩამტარებლად იქცა"
"თავისუფალი საქართველო"-ს წევრი გოგი წულაია ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებებითა და ინსულტით ადამიანების გარდაცვალების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრი უმოქმედობაში ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს. წულაიამ ჯანდაცვის სამინისტროსაგან ოფიციალური ინფორმაციაც გამოითხოვა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი სტატისტიკა ვერ მიიღო.

"ყოველწლიურად ინსულტითა და ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილების რაოდენობა 1000-1500 ადამიანით იზრდება. სახელმწიფო არაფერს აკეთებს. ნორმალურ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერი უკვე გადამდგარი იქნებოდა. ხელისუფლება ქართველი ერის გენოციდის ჩამტარებლად იქცა. ჯანდაცვის სამინისტრომ მისი საქმიანობა ბიზნესად აქცია,"-აცხადებს წულაია.

ოპოზიციის წევრი ჯანდაცვის სამინისტროსაგან სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც გარდაცვალების მატების მიზეზებს შეისწავლის. წულაია ქართველ ექიმებსაც მოუწოდებს, რომ მათ არსებულ ხარვეზებზე ღიად ისაუბრონ.
| Print |