პოლიტიკა
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის დაწყებული სასამართლო დავა არასამთავრობო ორგანიზაციამ მეორედ მოიგო
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის მეორედ დაწყებული პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-მ ქუთაისის მერიის ზედამხეველობის სამსახურს სასამართლო დავა კიდევ ერთხელ მოუგო. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. 

"მოსამართლემ განაცხადა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა. სასამართლომ ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჯარიმა არ დაგვეკისრება. არ ვიცი, მერიაში კიდევ რას მოიფიქრებენ,"-განაცხადა ორგანიზაციის წევრმა გია გოქაძემ.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ მიიღო.

შეგახსენებთ, "თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის მერია ჯერ ორგანიზაციის წევრს გია გოქაძეს უჩიოდა, რომელმაც დავა ერთხელ უკვე მოიგო. მეორედ კი ზედამხედველობის სამსახურმა განცხადება ორგანიზაციის წინააღმდეგ შეიტანა.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრებმა აქცია ხიდზე იანვრის თვეში მოაწყვეს. მათ ხიდზე სტიკერები დააკრეს და მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება სახიფათო იყო. 


ფოტო: ინტერნეტ სივრცე



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.
16:52 / 19.04.2019
ქუთაისში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.
რა გეგმები აქვს ქუთაისის მერიის ახალ არქიტექტურის ა(ა)იპს
14:27 / 19.04.2019
რა გეგმები აქვს ქუთაისის მერიის ახალ არქიტექტურის ა(ა)იპს
ქუთაისში გზების რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების საკითხი მერის
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
13:01 / 19.04.2019
ქუთაისში გზების რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების საკითხი მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა.
22:00 / 18.04.2019
ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა.
ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა.
22:00 / 18.04.2019
ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 4 - 8 °C
img
ქუთაისი 4 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019
"ქუთაისში ნიჭიერი სილამაზე დავინახე"-ოლგა ბაბლუანი
ქუთაისი  განსხვავებული ისტორიებით, ადამიანებით, დამოკიდებულებებითა და "ნიჭიერი სილამაზით"-ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემაში
18:21 / 15.04.2019