პოლიტიკა
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის დავა საქალაქო სასამართლოში მეორედ დაიწყება
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის სასამართლო დავა კვლავ გრძელდება. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სასამართლოში ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს, როგორც იურიდიულ პირს უჩივის. სხდომა 26 მარტს არის ჩანიშნული. 

"მერიამ საქმე სააპელაციო სასამართლოში არ შეიტანა და დავა ჩვენ წინააღმდეგ კვლავ საქალაქო სასამართლოში გააგრძელა. ახლა მე კი არა, მთელ ორგანიზაციას უჩივიან. ასეთ რამეს ამ ხელისუფლების გარდა ვერავინ მოიფიქრებდა. აქციებს სხვა ორგანიზაციების ატარებენ, აკრავენ პლაკატებს, თუმცა არავინ დაუჯარიმებიათ. ჩვენზე აქვთ გართულება. ალბათ, ჩვენ რომ მათთან დაახლოებული ორგანიზაცია ვყოფილიყავით, არც ჩვენ შეგვიქმნიდნენ პრობლემებს,"-აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრი გია გოქაძე.

შეგახსენებთ, გია გოქაძემ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სასამართლო დავა ერთხელ უკვე მოუგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოაცხადა. მოსამართლე დარინა აბულაძის განცხადებით, გია გოქაძის მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წევრებმა აქცია ხიდზე იანვრის თვეში მოაწყვეს. მათ ხიდზე სტიკერები დააკრეს და მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება სახიფათო იყო. 


ფოტო: ინტერნეტ სივრცე
| Print |