ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ​ბაზარში მყიდველების რაოდენობა შემცირებულია და მათი შემოსავალი აპარატების შენახვას და დამატებით გადასახადებს ვერ უზრუნველყოფს.

“გვითხრეს, რომ უნდა დავდგათ საკასო აპარატები, უნდა დავინიშნოთ ბუღალტერი, ვაწარმოოთ ანგარიშფაქტურები. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. ამ აპარატსა და ბუღალტერს ვერ შევინახავთ. ყველა საზღვარგარეთ ხომ არ წავა, ჩვენც გვინდა საქართველოში ცხოვრება,”-ამბობენ მოვაჭრეები.

ბაზრობაზე დასაქმებულების ინფორმაციით, საკასო აპარატების დადგმა მაისის თვეში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წერილობითი გაფრთხილება ჩაბარდათ, რომ დაჯარიმდებიან. მათივე განმარტებით, საკასო აპარატის განთავსება მოვაჭრეთა საკუთრებაში არსებული ადგილების რაოდენობის მიხედვით, ეტაპობრივადაა დაგეგმილი.

ადგილზე დასაქმებულები საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *