“საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება -100”- აწსუ-ში საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნა.

საბიბლიოთეკო კორპუსის ფოიეში ქუთაისის ისტორიის ამსახველი ფოტონამუშევრები გამოიფინა. დამთვალიერებლებმა მოგზაურობა 1918- 1921 წლების ქუთაისში შესძლეს. ნამუშევრებში წარმოდგენილი იყო თეთრი და ჯაჭვის ხიდები, მდინარე რიონის ხედები, ქუთაისის ცენტრალური ბულვარის შესასვლელი, კლასიკური გიმნაზიის ხედები, ბაზრობა “ყაფანი”, ბაგრატის ტაძრის ნანგრევები. ასევე, მოეწყო იმდროინდელი ნუმიზმატიკური ერთეულის, ბონების გამოფენა.

კვირეულის აღნიშვნა საჯარო ლექციებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *