მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ქუთაისის მერიაში აუდიტის სამსახური იქმნება.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ახალი სამსახური არსებული ხარვეზების აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

“თვითმმართველობათა კოდექსის თანახმად, მიზანშეწონილია, არსებობდეს შიდა უწყებრივი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტის სამსახურის შექმნა. მართალია, ის აქამდე არსებობდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით. სამსახურად ჩამოყალიბების შემდეგ, ის ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი და არსებითი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში,”-აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

გარდა ამისა, არქიტექტურის სამსახური ააიპად ჩამოყალიბდება. როგორც მერიაში ამბობენ, არქიტექტურის ა(ა)იპი ღია ფანჯრის პრინციპით მოემსახურება მოქალაქეებს და გაცილებით გამარტივებულს გახდის ყველა სახის პროცედურას.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *