პოლიტიკა
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელოს"
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელის გია გოქაძისა და ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მერია ორგანიზაციის ხელმძღვანელს თეთრ ხიდზე სტიკერების კანონდარღვევით დაკვრას ედავება და მას 500 ლარიან ჯარიმის აკისრებს.

სასამართლო პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს, მათ შორის ფოტომასალა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. როგორც გია გოქაძე აცხადებს,  ჯარიმის გამოწერა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ ანგარიშსწორებაა.

"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელოს. ის დანაშაული, რაც მათ თეთრი ხიდის მიმართ ჩაიდინეს, ცდილობენ ჩვენი დასჯით გადაფარონ,"-განაცხადა გია გოქაძემ.

პროცესზე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი იცავდა.

"ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური გია გოქაძეს ედავება თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრას. ეს გადაწყვეტილება კანონს სრულიად აცდენილია. სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისი მუხლით არ არის შედგენილი. ის ქმედება, რომელსაც კონკრეტული მუხლით ედავებიან, გია გოქაძეს არ ჩაუდენია,"-განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

სასამართლო სხდომას მოსამართლე დარინა აბულაძე უძღვებოდა.

ფოტო:რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის
მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
15:57 / 20.03.2019
თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები
ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
13:44 / 20.03.2019
ქუთაისში ოპოზიციური პარტიები და უპარტიო პოლიტიკური სუბიექტები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების
შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
13:29 / 20.03.2019
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულები საკასო აპარატების შესაძლო დადგმას აპროტესტებენ.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 2 - 10 °C
img
ქუთაისი 1 - 11 °C
img
ბათუმი 3 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
ქუთაისელი მოსწავლის ნახატი მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის, 10 წლის თამარ ნოზაძის
18:15 / 28.02.2019