პოლიტიკა
ქუთაისის ცენტრალური უბანი შშმ პირთათვის ადაპტირდება
ქუთაისის ცენტრალური ისტორიული უბანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ადაპტირდება. მერიას აღნიშნულის განხორციელებაში დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაეწევა. მოხდება ქუთაისის ცენტრალურ უბანში შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა, მათი მოგვარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და ამ პრობლემების შესაბამის რუკაზე დატანა. უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები.

"ქუთაისში დიდი გუნდით ვართ ჩამოსული. ჩვენთან არიან ურბანისტები და შშმ პირების საკითხზე მომუშავე ადამიანები. მათი დახმარებით მოხდება ქუთაისის 25 ჰა-მდე ტერიტორიის შესწავლა. შევისწავლით საჭიროებებს და დავიტანთ რუკებზე. გარე პერიმეტრი ადაპტირებული იქნება არა მხოლოდ შშმ პირებისათვის, არამედ ბავშვებისათვის, ხანდაზმულებისათვის,"-განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ნინო კაკუბავამ.

გარემოს შშმ პირებზე ადაპტირებისთვის საჭირო თანხებს ქუთაისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტში გამოყოფს.

ასევე, იგეგმება ქუჩების უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შექმნა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სამომავლოდ ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში გაითვალისწინებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
20:10 / 26.03.2019
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის მეორედ დაწყებული პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.
ზესტაფონის მერია სოციალურად დაუცველი ადამიანების საცხოვრებელი
პირობების
17:45 / 25.03.2019
ზესტაფონის მერია სოციალურად დაუცველი ადამიანების საცხოვრებელი პირობების
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიცია ზვიად შალამბერიძემ
დაიკავა.
15:55 / 25.03.2019
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიცია ზვიად შალამბერიძემ დაიკავა.
15:18 / 25.03.2019
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის სასამართლო დავა კვლავ გრძელდება.
14:50 / 25.03.2019
"ქართულმა ოცნებამ" ჭიათურაში მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე დაასახელა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 1 - 7 °C
img
ქუთაისი 3 - 18 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
ქუთაისელი მოსწავლის ნახატი მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის, 10 წლის თამარ ნოზაძის
18:15 / 28.02.2019