სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი

თანხების გაფლანგვის ფაქტზე ააიპ ,,სპეციალური სერვისების”” ყოფილი დირექტორი გელა გაგუა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” პროკურატურიდან აცნობეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ ,,სპეციალური სერვისების”” დირექტორ გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა, 250 086 ლარის ოდენობით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს”” კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.გ.-ს ხელმძღვანელობით ააიპ “სპეციალური სერვისების” მიერ სამუშაოები შესრულებულია პროექტის გარეშე, უხარისხოდ და საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი.”- წერია განცხადებაში. 

გელა გაგვუას მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ”” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ”” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც  7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: საქართველოს პროკურატურა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *