პოლიტიკა
"ოცნების" ახალმა გუნდმა გადაწყვიტა ქვეყანა თავისებურად დაალაგოს-ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას ადასტურებენ ზესტაფონის მერიაში. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე აცხადებს, მერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი "ქართულ ოცნება"-ში არსებული შიდა დაპირისპირებაა.

"ოცნების" ახალმა გუნდმა გადაწყვიტა ქვეყანა თავისებურად დაალაგოს. როგორც ვატყობთ, კახაბერის მსგავსი ღირსეული ადამიანები მათს გეგმებში არ შედის. ბატონმა კახაბერმა გადაწყვიტა, რომ დაწეროს განცხადება და წინ მნიშვნელოვანი პროცესები გველის,"-განაცხადა ეკა დუგლაძემ.

შეგახსენებთ, ზესტაფონის მერის წინააღდეგ მუნიციპალიტეტში აქციები იმართებოდა. მერობის ყოფილი კანდიდატი მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა.


ფოტო:ინტერნეტ სივრციდან
| Print |