უთაისის ვიცე-მერმა, გიორგი იობაშვილმა, თანამდებობა დატოვა. ქუთაისის

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.  მერიაში ასევე აცხადებენ, რომ იობაშვილი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას ქალაქისა და საზოგადოების წინაშე. ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ შეცვლის გიორგი იობაშვილს.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა.ის კურატორობას მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს უწევდა. თავის დროზე მან ამ თანამდებოაზე გრიგოლ დალაქიშვილი შეცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *