არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”

ქუთაისში რუსული სარაგბო კლუბების სტუმრობასა და ქუთაისის სარაგბო გუნდებთან ამხანაგური მატჩების ჩატარებას აპროტესტებს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, გია გოქაძის თქმით, თებერვლის თვეში ქუთაისის სარაგბო კლუბებთან “აია” და “არესი” 4-მდე ამხანაგური მატჩი გაიმართა. მარტის თვეში კი 18-20 წლამდე ასაკის ნაკრებების კიდევ 4 ამხანაგური მატჩის ჩატარება იგეგმება. ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ, გაუქმდეს ჩანიშნული თამაშები და საკითხზე საკუთარი პოზიცია იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ დააფიქსიროს.

“ისინი, ვინც ამბობენ, რომ პოლიტიკა და სპორტი უნდა გაემიჯნოს, არასწორი არიან. სპორტული კლუბების ხელმძღვანელებად რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ინიშნებიან. არ არსებობს კარგი და ცუდი რუსეთი. მომხდარი ახალგაზრდებში რუსეთის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ რუსეთი კარგია. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მოვითხოვთ, იმერეთის გუბერნატორმა, 2008 წლის მონაწილემ, საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს,”-განაცხადა გია გოქაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *