პოლიტიკა
2012 წლის შემდეგ პირველად, პარლამენტი მუშაობას ქუთაისში აღარ ანახლებს
დღეს IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. 2012 წლის შემდეგ პირველად, პარლამენტის პლენარული სხდომა ქუთაისის ნაცვლად თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება. ამით პარლამენტი დედაქალაქში საქმიანობას სრულად განაახლებს.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმადგენს.

ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, შეგახსენებთ, რომ მასში საპოლიციო ჰაბის განთავსდება იგეგემება. .
| Print |