პოლიტიკა
,,ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ ამ პრობლემასაც გადავჭრით"
"ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ ამ პრობლემასაც გადავჭრით".- ამის შესახებ რადიო "ძველი ქალაქის ეთერში საუბრისას ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა მისი წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი ნაწილია. ქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროოებთან მიმდინარეობს. ასევე მოალაპარებები იბიარდთან მიმდინარეობს. 

"რეალურად ჩვენ შევეჭიდეთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ქალაქს ათეული წლების განმავლობაში აწუხებდა, ეს გახლავთ გარევაჭრობა, ტრანსპორტი, სანაპირო სახლების რეაბილიტაცია, გალერეის პრობლემები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალი და მიგვაჩნია რომ ეს პრობლემები ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. აქტიურად ვმუშაობთ როგორც ინფრასტრუქტურის ასევე ფინანსთა სამინისტროსთან. მოლაპარაკებები გვაქვს იბიარდთან.
ვფიქრობთ რომ ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ ამ პრობლემასაც გადავჭრით"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, გადაცემაში "მთელი დღე".
| Print |