ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,

1 პირი – არასრულელოვანი გ.ვ. დააკავეს.

“გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 31 იანვარს, ქუთაისში, არასრულწლოვანმა გ.ვ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ბ.ჭ.-ს, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ.ვ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თანასწორუფლებიანობას ურღვევდა ბ.ჭ.-ს, რამაც არსებითად ხელყო ამ უკანასკნელის უფლებები,”-აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ძალადობისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 142-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *