“ოპოზიციის წევრებს, ჩემს კოლეგებს მინდა შევახსენო,

რომ მერის უფლებამოსილებას, მათ შორის საქმიანობის შეჩერება, რეგულირდება თვითმმართველობის კოდექსით.” – ასე ეხმაურება ოპოზიციის მოთხოვნას ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.მისი თქმით, მათ მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ და მერის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახდენენ.

” იმპიჩმენტის გამოცხადება ბრიფინგით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, არ ხდება. ერთია აკრიტიკებდე განხორციელებულ საქმიანობას, პროექტებს და მეორე აკეთებდე ხმაურიან განცხადებებს, რომელსაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა შეუძლია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი – გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ცუდია, ვერ ვხვდებით, მერის ამგვარი შეურაცხყოფით ღირსებას ვულახავთ ჩვენს ქალაქს. ქუთაისის წინაშე მდგომ გამოწვევებს სჭირდება პოზიცია – ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა. ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ის პროექტები, რომელთან დაკაშირებითაც ბრიფინგებს მართავენ. ჩვენი ქალაქის მერს ვუსურვებ ნაყოფიერ წლებს, მის მიერ საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე აღებული ანგარიშვალდებულების ვადების ფანრგელბში შესრულებას.”- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსნებთ, “ძალა ერთობაშიას”, “ევროპული საქართველოსა” და “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დღეს მერს განცხადების დაწერისა და უფლებამოსილებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *