ზესტაფონის მერმა მერობის ყოფილ კანდიდატს პროკურატურაში უჩივლა.

კახაბერ მახათაძემ განცხადება გიორგი გოგლიჩიძის წინააღმდეგ უკვე შეიტანა. 

“პროკურატურაში განცხადება უკვე შეტანილია. აღნიშნულთან დაკავშირებით კახაბერი უკვე დაიკითხა. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. ბატონმა კახაბერმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველა დოკუმენტი გადაეცა პროკურატურისათვის და საქმისათვის მიეცა მსვლელობა,”-განაცხადა ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ეკა დუგლაძემ.

როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც გიორგი გოგლიჩიძე მერი თავად ვერ გახდა.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *