2018 წელს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ არასრულად შეავსო.

კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.

“შავლეგო ტაბატაძეს 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ეკატერინე ბარბაქაძე შპს “ანსალთეს” 100 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორია,”-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.

ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს რეაგირებისათვის მიმართვას. 

კვლევა ვრცლად: გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ნაწილი ქონებრივ დეკლარაციებს არასრულად ავსებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *