პოლიტიკა
TI:საკვლევი პერიოდის განმავლობაში, იმერეთის საკრებულოების ფრაქციების უმრავლესობას არც ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია
იმერეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში შექმნილი 61 ფრაქციიდან 43-ს რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით არც ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია. კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს. ჯამში, ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ფრაქციების თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) სახელფასო ანაზღაურებაზე საკვლევი პერიოდის განმავლობაში ჯამში 1 660 218 ლარია დახარჯული.


კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს ოთხ ფრაქციას ("ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - მწვანეები", "ქართული ოცნება - მრეწველები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") ჰქონდა. კერძოდ, ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივა შეეხებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობას, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების განხილვას; ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" წინადადებები ახალი სკვერების მოწყობასა და არსებულის აღდგენაზე, ასევე დასუფთავების საკითხებზე მომზადდა; ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" ინიციატივები შეეხებოდა კომისიებისა და ფრაქციების საქმიანობას - მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში არ არის აღნიშნული კონკრეტულად, თუ რას უკავშირდებოდა ფრაქციის წერილობითი შეთავაზებები.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივები კი უკავშირდებოდა მედიკამენტების, კომუნალური, ასევე ახალშობილთათვის ვაუჩერების გაცემის საკითხებს, სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას სტუდენტური ტარიფის დაწესებას, სკოლებითვის თანხის გამოყოფას, პარკირების ახალი ტარიფის დაწესებას და ა.შ., თუმცა, არც ერთი წინადადება საკრებულოს უმრავლეობას არ გაუზიარებია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მერია სოციალურად დაუცველი ადამიანების საცხოვრებელი
პირობების
17:45 / 25.03.2019
ზესტაფონის მერია სოციალურად დაუცველი ადამიანების საცხოვრებელი პირობების
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიცია ზვიად შალამბერიძემ
დაიკავა.
15:55 / 25.03.2019
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიცია ზვიად შალამბერიძემ დაიკავა.
15:18 / 25.03.2019
"თეთრ ხიდზე" სტიკერების დაკვრისათვის სასამართლო დავა კვლავ გრძელდება.
14:50 / 25.03.2019
"ქართულმა ოცნებამ" ჭიათურაში მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში
14:26 / 25.03.2019
ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დაასახელა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 1 - 7 °C
img
ქუთაისი 3 - 18 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
ქუთაისელი მოსწავლის ნახატი მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის, 10 წლის თამარ ნოზაძის
18:15 / 28.02.2019