ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ საკრებულოში.

როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ლატარია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ლატარიას ადგილზე არც რამაზ ჭხიკვაძე და არც ელეონორა არჩაია არ განიხილებიან და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე განმარტებით, საკრებულოში თანამდებობის დატოვების თაობაზე ნიკა ლატარიას განცხადება ამ დრომდე არ შესულა. მათივე მტკიცებით, ნიკა ლატარია საკუთარ მოვალეობას ჩვეულ რეჟიმში არსულებს.

თავად ნიკა ლატარია რადიო “ძველი ქალაქის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *