ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი

ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს. სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრმა თავით გოგისვანიძემ პროტრსტის ნიშნად დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ბიუჯეტში მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და ის ვერ პასუხობს მოქალაქეების მოთხოვნებს.

სხდომა არ დაუტოვებია “ევროპული საქართველოს” მეორე დეპუტატს საკრებულოში მერაბ მეშველიანს, თუმცა, მან ბიუჯეტს მხარი იმავე მიზეზით არ დაუჭირა.

“ბიუჯეტში წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. არ არის სიახლე. ძირითადი თანხები მიმართულია ხელფასებზე,”-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არც “ერთიანმა ნაციონალურმა” მოძრაობამ დაუჭირა.

“ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი არ არის განვითარებაზე ორიენტირებული. მომავალ წელსაც იმავე პრობლემებზე მოგვიწევს საუბარი,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 960 000 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებაა. 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრები შემდგეგია: 4 800 000 – სოციალური პროგრამები; 4 000 000 – ადმინისტრაციული ხარჯები; 3 900 000 – სპორტის ა(ა)იპ; 4 000 000 – კულტურა; 400 000 ახალგაზრდული მიმართულება; 10 850 000 ბაგა-ბაღების გაერთიანება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *