ქუთაისის მერს სარეზერვო ფონდის ხარჯთაღრიცხვის

ანგარიშის წარდგენისაკენ მოუწოდეს. საკრებულოზე საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა დააყენა. როგორც ფრაქცია “ევროპული საქართველს” წევრი აცხადებს, საზოგადოებისათვის და ოპოზიციისათვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრინციპი უცნობია.

“გვაინტერესებს მთავარი პრინციპი, რის მიხედვით იხარჯება სარეზერვო ფონდი. ყოველდღიურად 2 000 ლარზე მეტი თანხა გაიცემა. უნდა იყოს დასაბუთებული თუ რა არის პრიორიტეტი. აპირებთ თუ არა თქვათ, რაში დახარჯეთ ნახევარ მილიონზე მეტი,”-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

ოპოზიციის ბრალდებებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უპასუხა. მისი განმარტებით, თანხა იმ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე დაიხარჯა, რომელთაც პროგრამების ფარგლებში დახმარება ვერ გაეწიათ. ასევე, თანხები დაიხარჯა სტიქიის შემდგომ სამუშაოებში.

“თანხა დაიხარჯა იმ ადამიანებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და ვერ ისარგებლეს პროგრამებით. ასევე, ბევრი ხანძარი გვქონდა ქალაქში. ძირითადად ფორსმაჟორულ სიტუაციებში ვიყენებდით,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *