ზაზა სარალიძე ქუთაისში, პარლამენტში, გიორგი გახარიას

გამოსვლაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ მან გუშინ “ევროპული საქართველოს” წევრ სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ის პარლკამენტში მოხვედრას შეეცდება.
“არა მარტო ბატონ მინისტრთან, უკვე მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაქვს უდიდესი კითხვა, რომელიც არის – ვინ მოკლა ჩემი შვილი? რატომ არ იძიებენ? რატომ არ აკავებენ მკვლელებს და რატომ არ აძლევენ პასუხისგებაში იმ პროკურორებს, გამომძიებლებს, ვინც ამ საქმის გაყალბებას ეცადა. ბოლ-ბოლო ვიღაცამ ხომ უნდა მომისმინოს და გამცეს ამ კითხვებზე პასუხი? ან თქვან, რომ დახურულია გამოძიება და მკვლელი არ არსებობს. მოლოდინის რეჟიმში გაჩერებას არ ვაპირებ.”- განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *