ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან განახლდება.

როგორც აქციების ორგანიზატორი ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, აქციები ფართომასშტაბიანი იქნება.

მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე გიორგი გოგლიჩიძეს სასამართლოში უჩივის.

“ნეტა მომასწრო იმ დღეს, ეგ რომ სარჩელს შეიტანს და სასამართლოში თვითონ მოვა, როგორც მოსარჩელე მხარე. გაირკვევა, რა იყო ცილისმწამებლური განცხადებები. საქმე, რომელიც აღძრულია მასზე ქერქულ ნარჩენებთან დაკავშირებით? თუ ის, რომ ერთი და იმავე გზის შესაკეთებლად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა?,”-განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *