პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში,

პატარა ქუთაისელ მუსიკოსს მოუსმენენ. ლიზი მეგრელიშვილი უკვე საფრანგეთშია.

პარიზში ცნობილი ფრანგი მუსიკოსის და პროფესორის, მიშელ სონის ფონდის ” სოს ტალანტის ” ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. ლიზი მეგრელიშვილი სწორედ ამ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. 

ფრანგი კომპოზიტორი ცნობილ ქართველ მუსიკოსთან , ელისო ბოლქვაძესთან ერთად უკვე 20 წელია ახორციელებს ქართველი პიანისტების ხელშეწყობას მისივე დაარსებული საერთაშორისო ფონდის  მეშვეობით.

პატარა მუსიკოსი  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. № 1 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მე-4 კლასის მოსწავლა ( პედ: ხათუნა ჭოხონელიძე). ლიზი მეგრელიშვილმა ზაფხულზე, ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მიშელ სონის ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის მასტერკლასში, სადაც ფრანგი კომპოზიტორისა და ელისო ბოლქვაძის ფავორიტი გახდა. ამ გამარჯვებით , პატარა ქუთაისელი მუსიკოსი, დღევანდელი პარიზის კონცერტის მონაწილეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *