წყალტუბოს 2019 წლის ბიოუჯეტის პროექტი

მერმა მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა. წყალტუბოს მერის, გრიგოლ იოსელიანის განცხადებით, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 12 მილიონ 356 ათას 300 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 2 მილიონ 197 ათას 500 ლარითაა გაზრდილი. პრიორიტეტული მიმართულებს: ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარმოადგენს.

ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ეფექტური სისტემის შექმნისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 2019 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 150 ათასი ლარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *