ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.

როგორც აქციის ორგანიზატორი და ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, აქციები იმ შემთხვევაში განახლდება თუ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მოქმედი მერი ერთი კვირის ვადაში არ მიიღებს. 

“ქალაქის მერს მივეცით გონივრული ვადა, რომ თავად გააკეთოს განაცხადი გადადგომასთან დაკავშირებით. ერთ კვირაში დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს მერიის შენობაში თუ კახაბერ მახათაძე არ გადადგება,”-აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები ზესტაფონის მერიასთან გუშინ განახლდა. აქციის მონაწილეები მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. 

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *